ბრაზილიაში ზიკა ვირუსის გავრცელების გამო გამოწვეული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარსა და აპრილში შემთხვევების რაოდენობა 95 %-ით შემცირდა, გასული წლის, ამავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით.
მისივე ინფორმაციით, წელს იანვარ-აპრილის თვეში ზიკა ვირუსის 7 911 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გასულ წელს, ამავე პერიოდში 170 535 შემთხვევა იყო გამოვლენილი.
მათივე ცნობით, წელს ვირუსით არავინ გარდაცვლილა, გასულ წელს კი ვირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ცნობილია, ბრაზილიამ საგანგებო მდგომარეობა 2015 წელს გამოაცხადა. გავრცელებული ცნობთ, ვირუსს კოღო ავრცელებდა, რის შედეგადაც ბავშვები უცნაურად პატარა თავებით იბადებოდნენ. საფრთხემ კი პიკს მიაღწია, რადგან 2016 წელს ბრაზილია ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადებოდა.