პარიზის გარეუბანში მდებარე რესტორანზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას RT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდამსხმელმა რესტორანში ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 2-ს სერიოზული დამწვრობები აქვს.
მაუწყებლის ცნობით, თავდასხმის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიზანი შესაძლოა არასწორად ორგანიზებული ძარცვა იყოს.