პირველი ჰიბრიდული სუპერავტომობილი “Fisker Karma” ლეონარდო დი კაპრიოს საკუთრებაა.
100.000 დოლარიანი ავტომობილი მან საჩუქრად იმიტომ მიიღო, რომ მწარმოებლის აზრით, ლეოს “სწორი ეკოლოგიური შეხედულებები” აქვს.
მანქანის სახურავი ერთიანი მზის ბატარეაა, ხოლო ჰიბრიდული ძრავა 100 მილზე (160 კმ) მხოლოდ 4 ლ ბენზინს წვავს.
ბაზარზე ავტო გაისად გამოვა, მანამდე კი ორ ცალს აშშ-ის სენატორებსაც აჩუქებენ.