მადრიდის სასამართლომ მამობის ტესტის ჩატარების მიზნით მხატვარ სალვადორ დალის საფლავის გათხრის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ესპანელი ქალი, პილარ აბელი ამბობს, რომ მხატვარ სალვადორ დალის შვილია.
პილარ აბელის თქმით, სალვადორ დალის 1955 წელს რომანი ჰქონდა დამლაგებელ ქალთან.
როგორც ცნობილია, იმ დროს დალი გალაზე დაქორწინდა, თუმცა წყვილს შვილები არ ჰყოლია.
მაუწყებლის ინფორმაციით, მარია პილარ აბელ მარტინესმა, სალვადორ დალის შვილობის შესახებ განაცხადი პირველად 2015 წელს გააკეთა.
მაუწყებლის ინფორმაციით, გალა დალის ფონდს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, სალვადორ დალი 1989 წელს, 85 წლის ასაკში ესპანეთში გარდაიცვალა.