საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ოჯახის საკუთრებაში აგარაკი, ბინა, მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი, სარდაფი და მსუბუქი ავტომობილია; თუმცა, არცერთი უძრავ-მოძრავი ქონება ვახტანს გომელაურის სახელზე არაა.
ამის შესახებ გომელაურის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, ყველა უძრავი ქონების 100%-იანი მესაკუთრე ვახტანგ გომელაურის მეუღლე ნინო კუდუხაშვილია. ხოლო მისი ქალიშვილის, ანა გომელაურის საკუთრებაშია 2017 წელს, 8000-დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES-BENZ CLK 320.
კერძოდ, დეკლარაციის მიხედვით, ნინო კუდუხაშვილის საკუთრებაშია, 2014 წელს შეძენილი მშენებარე აგარაკი სოფელ ტაბახმელაში, რომლიც დეკლარაციის თანახმად, 498,10 კვ.მ-ია. ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ აგარაკის მშენებლობისთვის 107000,00 დოლარი ვახტანგ გომელაურს აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, ნინო კუდუხაშვილი ფლობს 2012 წელს, 60 000-დოლარად ნაყიდ 88,00 კვ.მ-ის ფართობის ბინას თბილისში, ვარკეთილის 3, I მ/რ- ნში, 29-ე კორპუსში და ამავე მისამართზე არსებულ 6000,00-დოლარად ნაყიდ, 20,74 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხს და 2015 წელს, 20 000-დოლარად ნაყიდ სარდაფს.
გარდა ამისა, კუდუხაშვილის საკუთრებაშია, 2014 წელს, 22 000-დოლარად ნაყიდი 1143,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ტაბახმელაში.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გომელაურის ოჯახმა, გასულ წელს, ჯამში 101 063 ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, ვახტანს გომელაურმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სადაც მას სამსახურის უფროსის პოსტი უჭირავს, ერთი წლის განმავლობაში, 85813,50 ლარის შემოსავალი, ხოლო ანა გომელაურს შსს „აკადემიიდან“, სადაც ის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტია 15250,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ვახტან გომელაურს 2012-2017 წლებში ყველაზე მეტი შემოსავალი 2014 წელს აქვს მიღებული.
კერძოდ, ვახტანგ გომელაურს 2015 წელს, ჯამში 89 018,45 ლარი აქვს აღებული. 2016 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან მას 9806.46 ლარი, ამავე უწყების მინისტრის თანამდებობიდან – 43837.93 ლარი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან – 35374.52 ლარის შემოსავალი მიუღია.
რაც შეეხება 2014 წელს, ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტიდან ვახტანგ გომელაურს 8283.05 ლარი, ხოლო შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან – 147627.03 ლარი აქვს მიღებული;
გაცილებით ნაკლები იყო ვახტანგ გომელაურის შემოსავალი, 2013 წელს, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ გომელაურს შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 84112.34 ლარი აქვს მიღებული. 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, გომელაურის შემოსავალი მხოლოდ სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის უფროსი ინსპექტორის თანამდებობიდან მიღებული 8862.30 ლარი იყო.
2017 წელს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვახტანგ გომელაურს “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 8728,78 ლარი, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე – 3589,53 დოლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულის სახით ვახტანგ გომელაურის 58000,00 დოლარი; 21000,00 ლარი და 6300,00 ევრო ჰქონდა.
გომალაურის სახელზე 2016 წელს აღებული 80000-დოლარიანი საკრედიტო სესხია, რომლის ვადა 2021 წელს იწურება და გასულ წელს „საქართველოს ბანკისთვის“ ბანკისთვის 14396,42-დოლარი გადაუხდია.