თბილისის ზღვაში საათნახევრის წინ გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი 2 მეგობართან ერთად თბილისის ზღვაზე, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც ბავშვი გაუჩინარდა. მაშველები 15 წლის მოზარდს 1 საათის განმავლობაში ეძებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია და ამისთვის შესაბამისი წარწერებიც არის განთავსებული.
თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარედ, საბანაოდ არასრულწლოვნები ხშირად დადიან.
rustavi2.ge