თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელი შოთა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
შოთა სიხარულიძის თქმით, მას გარდაცვლილის და დაუკავშირდა.
“მისი ძმა მუშაობდა 8 წელი ერთ-ერთ ფაბრიკაში უთოზე და ის ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა რამდენიმე დღე, მისი ინფორმაციით ცხედარი პროზექტურაშია, მას თავის არეში აქვს დანით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები, როცა ახლობლები მივიდნენ ამოსაცნობად იქ გაიგეს ეს ამბავიო”, _ წერს სიხარულიძე.
მისი ცნობით, გარდაცვლილს თავის არეში დანით აქვს სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული და ის უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს საელჩოში ამის შესახებ შეტყობინება ჯერ არ შესულა.