მეცნიერებმა იპოვეს მიზეზი, რომლის გამოც მთელ მსოფლიოში იღუპება მილიარდობით ფუტკარი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ფუტკრებს ხოცავს ვირუსი, რომელსაც ავრცელებს ტკიპა-პარაზიტი ვაროა. ასეთ დასკვნამდე მივიდა ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ჰავაის კუნძულებზე მუშაობდნენ.
ტკიპები სასიკვდილო დაავადების მინიატურული ინკუბატორებია. მათ ვირუსი უშუალოდ მწერების სისხლძარღვთა სისტემაში შეაქვთ. მოცემულ შემთხვევაში, ტკიპა დაავადების განსაკუთრებით არასასიამოვნო შტამს ავრცელებს, რომლის სახელწოდებაა „დეფორმირებული ფრთის ვირუსი“.
ჰავაიზე ტკიპა ვაროა ხუთი წლის წინათ შევიდა კალიფორნიიდან. ამავე დროს ზოგიერთ კუნძულზე არის თაფლის მწარმოებელი ფუტკრების კოლონიები, სადაც ჯერ კიდევ არ არის ტკიპა ვაროა. ამან საშუალება მისცა მეცნიერთა ჯგუფს, დაკვირვებოდნენ ფუტკრებს ბუნებრივ ლაბორატორიაში, სადაც შესაძლებელი იყო შეედარებინათ ცოტა ხნის წინ ინფიცირებული კოლონიები იმათთვის, სადაც ჯერ არ არის პარაზიტები და შეექმნათ იმის ბიოლოგიური სურათი, სახელდობრ, როგორ მოქმედებს ტკიპა ვაროა ფუტკრებზე.
მეცნიერთა ჯგუფი იქ ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. აკვირდებოდნენ კოლონიების ცხოვრებას, არჩევდნენ ამა თუ იმ ფუტკარს, ამოწმებდნენ, რომელი ვირუსებით იყვნენ ისინი დასნებოვნებული. გაირკვა, რომ ვირუსების უმრავლესობა ფუტკრებისთვის არ იყო საშიში, მაგრამ ტკიპამ ერთი კონკრეტული ვირუსის ერთი სასიკვდილო შტამი აირჩია.
ფუტკრების სხეულში, რომლებიც ტკიპა ვაროას მიერ არის ინფიცირებული, უწყინარი ვირუსების შტამების უმრავლესობა დროის განმავლობაში ქრება. რჩება მხოლოდ ერთი სასიკვდილო შტამი, ეგეთ წოდებული, „დეფორმირებული ფრთის ვირუსისა“.
ვირუსის ნაწილაკი აღწევს ფუტკრის ორგანიზმის უჯრედებში და თავისკენ გადართავს მსხვერპლით შინაგანი მექანიზმების მართვას. ამით კი მიმართავს ფუტკრის სხეულს საკუთარი თავის წინააღმდეგ.