ტატუ თვითგამოხატვის საყოველთაო საშუალებად იქცა და სუპერვარსკვლავებიც პუბლიკას საკუთარ სხეულზე გაკეთებული წარწერების წაკითხვასა თუ ნახატების დათვალიერებას “სთავაზობენ”.
მათ შორის კი მაინც ყველაზე დიდ ინტერესს ანჯელინა ჯოლის “კოლექცია” იწვევს…
მის სხეულს ამშვენებს დიდი მოაზროვნე-ჰუმანისტების ციტატები, აზიურ ლოცვათა ტექსტები, თავისუფლებისა და თანასწორობის აღმნიშვნელი ჩუქურთმები, მისი შვილების დაბადების “კოორდინატები”, მუცლის ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ჯვარი წარწერით, “რაც მაცოცხლებს, ის მკლავს”.