ყველა ადამიანი დგას საშიშროების წინაშე, არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი _ ეს განცხადება, სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.
პატრიარქმა ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მრევლს სახლში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევა მისცა.
“ადამიანმა უნდა იგრძნოს ღვთის დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი.
ამიტომ, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ლოცვები, ნაკურთხი წყალი ვასხუროთ ჩვენს ოთახებს და ამით დავიცავთ ჩვენს თავს”,- აღნიშნა პატრიარქმა.
pirveliradio.ge