სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარეობს ყოველწლიური ფესტივალი “Hi Seoul“.
მასში 13 ქვეყნის 70 პროფესიული ქუჩის თეატრი მონაწილეობს.
წელს ფესტივალი “არავერბალური” (ანუ უსიტყვო) ხელოვნების დევიზით მიმდინარეობს.
მრავალრიცხოვან მაყურებელთა განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ფრანგული ქუჩის თეატრის (ე.წ. ფიზიკური თეატრის – “ფერადი ადამიანები”) წარმოდგენები.