პრეზიდენტმა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ დააკმაყოფილა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პარლამენტმა პრეზიდენტს 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით ორშაბათს მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი – ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.