გორში, ქუჩაში, ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს, _ აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.