6 აგვისტოს ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გახსნის ცერემონია გაიმართა.
საფეხბურთო ტურნირზე ორი დღის განმავლობაში,6 და 7 აგვისტოს, „იმედის” სპორტულ მოედანზე, მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ, ერთმანეთს თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორისა და ზესტაფონის გუნდები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული 7 აგვისტოს გამოვლინდება.
პირველი შეხვედრა ზესტაფონის „მარგვეთსა” და გორის „დილას” შორის გაიმართა ანგარიში ფრე, 2:2 დასრულდა.
ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციის, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და მხარდაჭერით გაიმართება. (R)