პაკისტანში მცხოვრები ეთნიკური შიიდები აფრიკელი ზანგებისა და პაკისტანელი (ბელუჯისტანელი და სინდელი) ჯარისკაცების შთამომავლები არიან.
ყოველწლიურად ყარაჩიში აწყობენ დღესასწაულს – “შიიდი მელა”, რომლის დროსაც სპეციალურ წყალსატევში მობინადრე “წმინდა ნიანგებს” სურვილების ასრულებასა და ჩვილებისთვის ძალის მინიჭებას შესთხოვენ.
დღესასწაულის წინ კი 4 დღე ნიანგებს ახალი ხორცით კვებავენ. რამდენ ხორცის ნაჭერსაც მიართმევ, “ნიანგი-ოქროს თევზი”, რასაკვირველია, იმდენ სურვილს ასრულებს.