დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გაეცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტს, რომლითაც მას ბრალი ედება უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
10 სექტემბერს, სააკაშვილის მომხრეებმა გაარღვიეს უკრაინელი ძალოვნების კორდონი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთიდან უკრაინაში გადმოიყვანეს. ამის შემდეგ, სააკაშვილი ლვოვში, სასტუმრო “ლეოპოლისში” გაჩერდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “უნიანი” იტყობინება, ლვოვის ოლქის პოლიციამ აღძრა საქმე უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე და ძალოვნებმა შესაბამისი აქტი სააკაშვილს სასტუმროში მიუტანეს.