დღეს დილიდან, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მეტროსადგურ „სამგორიდან“ მეტრო „ისნის“ მიმართულებით ავტოსაგზაო მოძრაობა ჯერ შეფერხებული იყო, შემდეგ კი გზა გადაიკეტა.
როგორც „გურია ნიუსს“ სამგორის გამგეობაში განუცხადეს, გზაზე მოძრაობის შეფერხების მიზეზი მიმდინარე სამუშაოებია.
„შეფერხების მიზეზი მიმდინარე სამუშაოებია და უახლოეს მომავალში აღდგება. გზა გადაკეტილი არ არის“, _აცხადებენ სამგორის გამგეობაში.
თუმცა, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობა ქეთევან წამებულის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე 23 სექტემბერს 00:00 საათიდან 25 სექტემრის 07:00 საათამდე უნდა გადაკეტილიყო, თუმცა გზის გადაკეტვა დილით გახორციელდა, რამაც საცობები წარმოქმნა.
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო“ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ამავე გზით იმოძრავებს.
როგორც ცნობილია, გზის გადაკეტვის მიზეზი სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სამუშაოებია.
„გურია ნიუსი“ სამგორში ამ დილით გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ: