სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში, ე.წ. ბროწლიანის დასახლებაში ხანძარია.
როგორც პირველ არხს, გამგებლის წარმომადგენელმა მიხეილ კუტიბაშვილმა განუცხადა, ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია.
მისივე თქმით, დასახლებული ადგილები ხანძრის კერიდან დასახლება 60-70 მეტრშია და არსებობს ცეცხლის გადასვლის საშიშროება.
“ადგილზე მობილიზებულია სიღნაღის,დედოფლის წყაროს, გურჯაანის სახანძრო სამაშველო ჯგუფები და დახმარებაზე გამოძახებული სხვა ეკიპაჟებიც მალე შემოგვიერთდებიან, – განაცხადა კუტიბაშვილმა.
მეხანძრეებს ცეცხლის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოხალისეებიც ეხმარებიან.
1tv.ge