კუნძულ ბალიზე მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ვულკანის გააქტიურებაა, რომელიც ხელისუფლების თქმით, შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოიფრქვეს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის 35 000-ზე მეტი ადამიანია საცხოვრებელი სახლებიდან სპეციალურ თავშესაფრებში გადაყვანილი, რაც შეეხება ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებს მათ ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება და არც ავიარეისებია შეჩერებული.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვულკანი ბოლოს კუნძულ ბალიზე 1963 წელს ამოიფრქვა, რის შედეგადაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.