რუსთავი-თბილისის გზის მონაკვეთი გადაკეტილია. ამის მიზეზი რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე არსებული საცობია.
რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიმავალ ავტომობილებს სამართალდამცველები შემოვლითი (გაჩიანისა და ლილოს) გზით უშვებენ. პერიოდულად, პოლიცია გზას მცირე ხნით ხსნის, რის გამოც, მძღოლების ნაწილი ამჯობინებს, გზის გახსნას დაელოდოს.
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე საცობი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის მეორე ეტაპის გამო წარმოიქმნა. კერძოდ, რესტორან “მარაბდასთან” ავტობანისთვის საჭირო გზის სამშენებლო სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ასრულებს, რის გამოც, ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.