დღეს, ჩოხატაურის “პატრიოტთა ალიანსის” რაიონული ორგანიზაციის ოფისში შეიკრიბა პარტიის აქტივი, მხარდამჭერები, საზოგადოების წარმომადგენლები. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებელმა და საკრებულოს წევრმა გოდერძი გოგიშვილმა მერობის კანდიდატი მაია კუტუბიძე წარუდგინა საზოგადოებას.
„ქალბატონი მაია გახლავთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ეკონომისტი, ფინანსისტი, დიდი გამოცდილებით და მენეჯერული თვისებებით, ადამიანებთან კომუნიკაციის შესაშური უნარით ყოველივეს გათვალისწინებით, ქალბატონი მაია არის მერობის ღირსეული კანდიდატი. ბედნიერი და ამაყი ვარ ასეთი გუნდის შეკრებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაშიც კი დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწევთ“, _ აღნიშნა გოგიშვილმა.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიას ჩოხატაურში, იგი ასე გამოიყურება: დაბა _ გაჩეჩილაძე ვახტანგი; ბუკისციხე _ სიხარულიძე კოტე; გოგოლესუბანი _ თოხაძე ნაზი; გუთური _ სიხარულიძე როლანდი; დაბლაციხე _ დოლიძე რამაზი; დიდივანი _ დარსალია გელა; ერკეთი _ მინდაძე ხვიჩა; ზემოსურები _ ჯულაყიძე რომანი; ზემოხეთი _ თევზაძე ივანე; კოხნარი _ გოგიშვილი გოდერძი; ნაბეღლავი _ ოსეფაიშვილი ზურაბი; ფარცხმა _ ცხვარაძე არჩილი; ქვენობანი _ კოტრიკაძე ვახტანგი; შუა ამაღლება – დოლიძე ნანა; ხიდისთავი _ ქერქაძე ბესიკი; ჯვარცხმა _ ბასილია ავთო; ზომლეთი _ ვადაჭკორია თეიმურაზი; საჭამიასერი _ ხუნდაძე თემური.