ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის #6-ე უბნის (გოგოლესუბანი) კომისიის თავმჯდომარე ელზა სიხარულიძეა. სიხარულძე 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდაჭერი იყო და “გურია ნიუსის” არქივის კადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ უპირისპირდებოდა “ქართულ ოცნებას”.
მისი მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური პოზიციის გამო, “გურია ნიუსი” დაინტერესდა იქნება თუ არა ის დღეს ნეიტრალური:
_ ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარდება. პირველად არ ვარ კომისიის თავმჯდომარე. კიდე იქეთაც ვიყავი, კიდე იქეთაც, კიდე იქეთაც, _ აღნიშნა სიხარულიძემ.