საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები მმართველი პარტიის დომინირების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები.
საერთაშორისო დამკვირვებლები ამბობენ იმასაც, რომ კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა, უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი და ასევე, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებს. დაფიქსირდა რამდნიმე ძალადობრივი ინციდენტიც.
საერთაშორისო დამკვირვებლები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აღრიცხვასაც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ხალხის აღწერა სცდება ყველა ზღვარს, რადგან ვინ მისცა ხმა და ვინ არა, ამის აღრიცხვა არ უნდა ხდებოდეს.
დამკვირვებლები საუბრობენ კომისიის მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნაზეც.
2017 წლის არჩევნებს 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. შემაჯამებელ შეფასებას მათი ნაწილი მოგვიანებით გამოაქვეყნებს. ნაწილი კი საქართველოში მეორე ტურის შესაფასებლად დარჩება.
rustavi2.ge