ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში საჯარო ადგილების დახურულ სივრცეში ელექტრონული სიგარეტის მოწევა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი კანონი ძალაში 30 დღეში შევა.
როგორც ცნობილია, სახელმწიფოს 70%-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ელექტრო სიგარეტის მოხმარება დახურულ სივრცეში უკვე აკრძალულია.
როგორც ცნობილია, ჯერჯერობით, არ არის განსაზღვრული თუ რა სახის ზიანი შეიძლება მიაყენოს ელექტრონული სიგარეტის მოხმარებამ, როგორც მწეველ, ასევე, არამწეველ ადამიანებს, რადგან ის ჯერ კიდევ ახალია.