ჰენანის პროვინციაში კომპანია “ძიუჰუას” ჩაის პლანტაციებში ჩაის მკრეფავებად მხოლოდ ქალწულებს იღებენ.
ამასთან, გოგონებს არც რამე შესამჩნევი ნაწიბური ან ნაჭრილობევი არ უნდა ჰქონდეთ.
სამუშაო არც ისე ადვილია და უმანკო მკრეფავებს დღეში 80 დოლარს უხდიან – კომპანიის წესებით, ქალწულს არც ფოთლებზე და არც კალათაზე ხელით შეხების უფლება არა აქვს.
ეს უცნაური პირობა ჩინურ ლეგენდას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ჩაის ფერიები ჩაის ტუჩებით კრეფდნენ. ჩინელები თვლიან, რომ ასე შეგროვებული ჩაის ფოთლებს დაჰყვება “ქალწულის სიწმინდე”, რომელიც იმასაც “გადაეცემა”, ვინც ამ ჩაის დალევს.