ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან არიან შეკრებილები. აქ ნასაკირალიდან ოქმის შემოსვლას ელოდებოდნენ. ოქმი სულ რამდენიმე წუთის წინ შარაშენიძის მხარდამჭერების, “ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერების თანხლებით მოიტანეს. მხარდამჭერთა თქმით, ნასაკირალის 59-ე უბანზე მოგების შემდეგ, გამარჯვებული მათი კანდიდატია.
“ქართული ოცნების“ შტაბში კი სულ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ნასაკირალის უბანზე კომისიის წევრებზე ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი და ამ უბნის შედეგების ბათილობას ითხოვენ.