ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით იმუნიტეტი სუსტდება და დაუცველნი ვხდებით გაცივებით გამოწვეული დაავადებებისაგან. ამიტომაც საჭიროა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და დავიცვათ გაცივების პროფილაქტიკის წესები:
ჰიგიენა. ვირუსები და ბაქტერიები ჭუჭყიანი ხელებითა და ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა. პირადი ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა (ხშირად ხელ-პირის საპნით დაბანა, ცხვირის გამორეცხვა და ა.შ.) გვეხმარება, ავირიდოთ ვირუსული დაავადებები.
კვება. იმუნურ სისტემას აძლიერებს მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვება, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ორგანიზმისთვის ყველა აუცილებელი ნივთიერებით.
ამინდის შესაბამისი ტანსაცმელი. ბევრი ცდილობს, გაიხანგრძლივოს ზაფხული არა მარტო ფიქრით,
არამედ საქმითაც, არ ეპუება ცივ ამინდს და არ იცვამს თბილ ტანსაცმელს, რაც გაცივების მიზეზი ხდება.
ფიზკულტურული წუთი. ჯანმრთელობის საწინდარია ფიზიკური ვარჯიშები და ძილი, არანაკლებ 7 საათისა. ვარჯიშის დროს აქტიურდება ორგანიზმის ბუნებრივი იმუნური უჯრედები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვირუსებს.
გაკაჟება. ეს საუკეთესო საშუალებაა, ორგანიზმმა ისწავლოს სიცივეზე შესატყვისი რეაგირება (კარგია დილა-საღამოს კონტრასტული შხაპი). სასურველია, თავი გაინებივროთ არომატული აბაზანებით (განსაკუთრებით სასარგებლოა ევკალიპტის, ჩაის ხის, კედრისა და ფიჭვის ზეთები).
არ მოსწიოთ! გახსოვდეთ, მწეველები უფრო ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. პასიური მწეველის იმუნური სისტემაც კი დიდი დარტყმის ქვეშ არის. ამიტომ, გირჩევთ, თავი აარიდეთ მწეველებს, რათა არ ჩაისუნთქოთ თამბაქოს ბოლი, ხშირად გაანიავეთ ოთახი. აქტიურმა მწეველებმა შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეთ, ქუჩაში ხართ, ან მაშინ, როდესაც ოთახიდან მოსაწევად გადიხართ აივანზე თბილი ტანსაცმლის გარეშე, რაც გაცივების მიზეზი ხდება.
სუფთა ჰაერი. გრიპის ეპიდემიის დროს აუცილებელია, მეტი დრო დაყოთ გარეთ, სუფთა ჰაერზე.