დღეს, 6 საათის შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებულ 42 პირს შრომითი ხელშეკრულება უწყდება, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდებათ, ასევე, გამგებლის მოვალების შემსრულებელს არჩილ ყაზაიშვილს და მოადგილეს ბადრი გობრონიძეს.
ხელშეკრულებით დასაქმებულ 42 პირს შორის არიან გამგებლის წარმომადგენლები 27 ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე, გამგეობაში დასაქმებული პირები: მდივან-რეფენერანტი, გამგებლის თანაშემწე, 6 სპეციალისტი, ოპერატორ-მემონტაჟე, მძღოლი და დამლაგებელი.
როგორც “გურია ნიუსთან“ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ხათუნა სურგულაძე განმარტავს, ხელშეკრულების გასაგრძელებლად ან ახალი პირების დასაქმებისათვის საჭიროა გამარტივებული კონკურის ჩატარება, რომელიც არჩეული მერის პრეროგატივაა:
_ ამასთან, ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში ასატვირთია ახალი საშტატო ნუსხა, რომელსაც მერი წარმოადგენს და დაამტკიცებს საკრებულო. ამის განხორციელება აუცილებელია მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ მოხდეს მუნიციპალიტეტის ფუნქციებში წყვეტა და საქმიანობის ხელშეშლა, _ გვითხრა სურგულაძემ.