ამ წუთებში შპს მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალი ეზოში გაფიცვას აწყობს. თითქმის ყველა განყოფილება გარეთ არის გამოსული. ისინი ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ დღეს გამართეს გამაფრთხილებელი აქცია ხელფასებთან დაკავშირებით. მათი თქმით, მედპერსონალს ოქტომბრის ხელფასი არ აუღიათ
“ყველას ბანკის ვალები და ოჯახური პრობლები გვაქვს“, _ გვითხრეს აქციის მონაწილეებმა.
მედალფას გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი ამბობს, რომ მედალფა სახელმწიფომ დააჯარიმა და თანხების დაკავა მოხდა სახელნწიფოსგან.
“ეს გახდა მიზეზი ხელფასების დაგვიანების. საყოველთაო დაზღვევისგან მოხდა 800 000 ლარით დაჯარიმდა“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრისას კახა ამბროლიანმა.