Burnley-ის მცველი ჯეიმს ტარკოვსკის 3 მატჩზე თამაშის უფლება აუკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მას ფეხბურთის ასოციაცია ძალადობრივ ქმედებაში ადანაშაულებს.
ტარკოვსკიმ შაბათს, პრემიერ-ლიგის მატჩზე, 35-ე წუთზე, Brighton -ის ფორვარდს, გლენ მურაის იდაყვი ჩაარტყა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტარკოვსკი და მისი გუნდის წევრები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ 3 თამაშის გამოტოვება გადაჭარბებულია, მაგრამ დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა კომისიამ მათი მოთხოვნა უარყო.