„მანჩესტერ სიტის“ სავარჯიშო მოედანზე რამდენიმე დღის წინ დაკავებულ პირს სასამართლომ 16 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა და ასევე კომპანსაციის სახით 100 ბრიტანული პაუნდის გადახდა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ის „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს, სტერლინგს, რასიზმის ნიშნით გამოწვეული სიძულვილის გამო თავს დაესხა.
გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელს ინციდენტის შედეგად სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.
„მე არ მეგონა მსგავსი ქცევები რაც მოხდა ამ ქვეყანაში თუ არსებობდა“,_განაცხადა სტერლინგმა.
ამავე თემაზე:
„მანჩესტერ სიტის“ სავარჯიშო მოედანზე პოლიციამ 1 პირი დააკავა