ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებს უყარეს კენჭი.
აღნიშნულ საკითხზე, ოზურგეთის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ქალაქ ოზურგეთის 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილება _ 217.9 ათასი ლარით, შემოსავლების ზრდამ განაპირობა, რომელიც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიდან შემოვიდა.
ბიუჯეტის ხარჯები 192,9 ათასი ლარით შემცირდება: _ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია 70.8 ათასი ლარით შემცირდება, ასევე, შემცირდება ბინათმშენებლობის ხარჯები 50,4 ათასი ლარით. კეთილმოწყობის სამუშაოები _ 52,2 ათასი ლარით, ისტორიული მუზეუმის სუბსიდია _ 11,0 ათასი ლარით, კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის სუბსიდია _ 5,5 ათასი ლარით და ვეტერანთა დახმარების პროგრამა შემცირდება 3,0ლარით.
შესაბამისად, ბუჯეტის ხარჯებში კორექტირება შედის: ქალაქ ოზურგეთის მერია _ გაიზარდოს 11,6 ათასი ლარით; გარე განათება _ 13,1 ათასი ლარით; დასუფთავება _ 99,5 ათასი ლარით; კომუნალური მომსახურების ცენტრი _ 49,5 ათასი ლარით, სკოლამდელი განათლების დაფინანსება _98.0 ათასი ლარით; რაგბის განვითარების ცენტრი _ 59,9 ათასი ლარით; საფეხბურთო კლუბი “მერცხალი“ _ 21,1 ათასი ლარით; ცენტრალური ბიბლიოთეკა _ 1,0 ათასი ლარით; კულტურისა და დასვენების პარკი _ 3,2 ათასი ლარით; მუსიკალური სკოლა _ 6,4 ათასი ლარით. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა გაიზარდოს 6,1 ათასი ლარით. “ც“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება გაიზარდოს 7,7 ათასი ლარით; უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (ბინის ქირა) გაიზრდება 8,9.ათასი ლარით; ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება გაიზარდოს 1,5 ათასი ლარით; განსაკუთრებით საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა გაიზარდოს 13,1 ათასი ლარით (კერძოდ, საქველმოქმედო ასოციაცია გურიის დაფინანსებისთვის).
გია მამაკაიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ციფრები არის ჩაწერილი ქალაქ ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად. მისივე თქმით, მერიას დარჩენილი ვალდებულებები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გასტუმრებული.
მამაკაიშვილს დეპუტატებმა შეკითხვებიც დაუსვეს. გელა აროშიძე დაინტერესდა თუ არის რაიმე სახის დახმარება შეჭირვებულ ოჯახებზე საახალწლოდ, ხათუნა ცერცვაძემ ხაზი გაუსვა “ალილოს“ დღესასწაულზე გასაწევ ხარჯებს, ბესიკ ქათამაძე კი ვეტერანების მიმართ ხარჯების მიზნობრიობით დაინტერესდა.