ამ წუთებში “ივლიტას ბიბლიოთეკაში” მიმდინარეობს შეხვედრა თემაზე – არა ძალადობას!
ბიბლიოთეკაში შეკრებილ მოსწავლეებს, პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხვდება.
შეხვედრას, სადაც არჩილ თალაკვაძე ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, მის წინააღმდეგ გასახორციელებელ ღონისძიებებზე საუბრობს, გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც ესწრებიან.
ღონისძიება მედიასახლ “გურია ნიუსის” და გურიის ახალგაზრდული გაზეთის “21-ს ქვევით” მიერ დაწყებული კამპანიის _ გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში იმართება.