ჰიუსტონელი მხატვარი ნატალი აირიში, რომელიც საკუთარ თავს რატომღაც “კიბორგს” უწოდებს, ძირითადად, პორტრეტებს ქმნის – ახლახან მერილინ მონროს შესანიშნავი პორტრეტი დახატა…
საქმე ისაა, რომ თავის “შედევრებს” ნატალი მეტად ორიგინალურად – წითელპომადიანი ტუჩებით ტილოზე კოცნით ქმნის!
ეს მეთოდი მან ჯერ კიდევ სამხატრო სკოლაში სწავლისას აითვისა, როცა თეთრ ხელსახოცზე კოცნისას აღმოაჩინა, რომ თურმე ხატვა ასეც შეიძლებოდა.
აღსანიშნავია, რომ პორტრეტის “დასახატავად” ათასობით კოცნაა საჭირო.