“ჩადება კაცობრიობისთვის არ არის უცხო”, _ ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კოტე იოსელიანმა ტელეკომპანია “პირველთან” ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას გააკეთა.
“პოლიტიკური ნება რომ იყოს, დამიჯერეთ, ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდებოდა. აქ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეც არ არის საუბარი, ჩადება ისეთი რამეა, თუ ნარკოტიკს არ ჩაუდებენ ადამიანს, მაშინ ჩაუდებენ იარაღს, დანას, ჭადრაკს თუ კი ეს უკანონო იქნება. ჩადება კაცობრიობისთვის არ არის უცხო, ქრისტეს თავის დროს ჩაუდეს ფულით სავსე ქისა და ისე დაიჭირეს. არ არის ახალი ამბავი. აქედან გამომდინარე, ისევ მივდივართ პოლიტიკურ ნებასთან. პოლიტიკურ ნება არის ისეთი, რომ საზოგადოებას უნდა ეშინოდეს პოლიციის, ხალხს უნდა ჰქონდეს ხელისუფლების რიდი და მისგან ძალადობას უნდა მოელოდოს”, _ განაცხადა კოტე იოსელიანმა.