ძველ ბრიტანებს მუქი ფერის კანი, მუქი თმა და სავარაუდოდ, ლურჯი თვალები ჰქონდათ. ამის შესახებ THE TEEGRAPH ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე იუწყება.
როგორც ცნობილია, მეცნიერებმა 10 000 წლის სომარსეტის ჩონჩხის ანალიზი გააკეთეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გამოიყენეს გენეტიკური თანმიმდევრულობისა და სახის რეკონსტრუქციის მეთოდები, რათა დაემტკიცებინათ, რომ ბრიტანეთში მცხოვრები პირველი მონადირეები თეთრკანიანები არ ყოფილან.
მეცნიერების თქმით, საყოველთაოდ აღიარებული რასობრივი კატეგორიები ისტორიულად მხოლოდ “ბოლოდროინდელი კონსტრუქციებია”.