ლონდონი სითის აეროპორტიდან ყველა ავიარეისი გაუქმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აეროპორტის დაკეტვის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბია, რომელიც აეროპორტის ასაფრენ ზოლთან მდებარე მეფე ჯორჯ მეხუთეს სახელობის ნავმისადგომზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.