გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს რეგიონებში, ხვალ კი მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება. 13 აპრილს მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდი იქნება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.