იულია სკრიპალმა რუსეთის დახმარებაზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“სპეციალურად მომზადებული ოფიცრები, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ და მიხსნიან საგამოძიებო პროცესს, რომელიც ხორციელდება. მაქვს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დაკონტაქტების საშუალება. რუსეთის საელჩომ დახმარება შემომთავაზა, მაგრამ ამ ეტაპზე არ მსურს მათი სერვისით სარგებლობა. თუ აზრს შევიცვლი, ვიცი როგორ დავუკავშირდე“, _ აცხადებს სკრიპალი.
BBC -ის ინფორმაციით, რუსეთის საელჩოს ეჭვი ეპარება, რომ აღნიშნული განცხადება იულია სკრიპალს ეკუთვნის. „ტექსტი სპეციალურად შედგენილია ბრიტანეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადების მხარდასაჭერად. ამავე დროს უნდა გამოირიცხოს იულიას კავშირი გარე სამყაროსთან: კონსულებთან, ჟურნალისტებთან და ახლობლებთან“,_ამბობენ რუსეთის საელჩოში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყოფილი ორმაგი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდ ბრიტანეთში 4 მარტს ნერვული აგენტით მოწამლეს. იულია სკრიპალი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას იმყოფება, სერგეი სკრიპალი კი ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება.