ბევრი ახალგაზრდა მშობელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მისი პატარა ხშირად ტირის და თან ხანგრძლივად.
ამერიკელი ექიმი, დოქტორი ჰარვი კარპი დიდ ხანია, რაც მუშაობს ბავშვთა საავადმყოფოში. მან დაკვირვებებისა და კვლევების შედეგად გადაწყვიტა გამოეცა კრებული “ბედნიერი ბავშვი”, სადაც აღწერილია ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება და მთავარი, თუ როგორ შევაწყვეტინოთ ბავშვს ტირილი?
პირველი რჩევა იმაში მდგომარეობს, რომ პატარა უნდა დავაწვინოთ არა საწოლზე, არამედ მაგიდის ცენტრში, იმის მიუხედავად, თუ რაოდენ ცუდ განწყობაზეა.
დოქტორი ჰარვი ამტკიცებს, რომ მისი რჩევა დაეხმარება ახალგაზრდა მშობლებს:
ბავშვის გაყვანა სუფთა ჰაერზე.
სასიამოვნო ჟღერადობის ხმები.
თავის სწორად დაჭერა.
სნეულების საწინააღმდეგო, ე.წ “მასაჟები”.
საწოვარა.
დოქტორის განცხადებით ჩვილი 0-დან 3 თვემდე, ისე გრძნობს თავს, როგორ საშვილოსნოში ყოფნისას. ასე რომ, ჩვილის გაყვანა ჰაერზე დადებითად მოქმედებს მასზე და უადვილდება სამყაროსთან შეგუება.
სასიამოვნო ხმის ჟღერადობა ყველა ბავშვისთვის მიზანშეწონილია, რადგან მისი მეშვეობით ისინი სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებენ.
პატარების უსაყვარლესი ატრიბუტი საწოვარაა, რომელსაც უამრავ სათამაშოზე წინ აყენებენ.