დღეს, ოზურგეთში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება, სადაც საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები უნდა აირჩიონ.
შეხვედრა დაბა ურეკის კულტურის სახლში 2 საათზე იწყება და მას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრებიან.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით “ქართული ოცნების” ოზურგეთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე დაიკავებს.