„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ავღანეთში 3 ძმას თავი მოკვეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ნანგარჰარის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაღუპულთაგან ერთი, 27 წლის, მეორე 24-ის, მესამე კი 19 წლის იყო.
ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის თქმით, მკვლელობა შაბათ ღამეს მოხდა.
დაღუპულებიდან 2 ექიმი იყო, მესამე კი სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.
ხელისუფლების ინფორმაციითვე, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მსხვერპლების მამას თავი გასულ წელს მოკვეთა. ისიც ექიმი იყო.
„ისლამურ სახელმწიფოს“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.