რუსეთში ვლადიმერ პუტინის ქვეყნის პრეზიდენტად მეოთხედ ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დღეს, მოსკოვში პუშკინის მოედანზე აქტივისტები შეიკრიბნენ და “ძირს მეფე”, “რუსეთი პუტინის გარეშე” სკანირებდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის მასშატბით გამართულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი.
გავრცელებული ცნობით, ნავალნი აქციაზე მისვლისთანავე დააკავეს.