ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი, ე.გ. გამთენიისას მდინარე აჭისწყალში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “გურია ნიუსს” გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, მამაკაცი, სავარაუდოდ, ხიდიდან გადავარდა.
ფაქტს, “გურია ნიუსთან” საუბრისას ადასტურებს სოფელ ლიხაურის დეპუტატი გიორგი თოიძე: “კი, ნამდვილად მოხდა ასეთი სამწუხარო შემთხვევა”, _ გვითხრა თოიძემ.
“გურია ნიუსი” კომენტარიშთვის შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ “ნანახია ახალგაზრდა მამაკაცი. ცხედარს არანაირი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 115 მუხლით და ჩანიშნულია შესაბსმისი ექსპერტიზები”.