გოგონამ, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ანი სუბელიანი 9 აპრილს დაღუპულთა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
“გურია ნიუსი“ ანა სუბელიანის დედას, რუსუდან თოდრაძეს დაუკავშირდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
“1989 წლის ცხრა აპრილის ტრაგედია რომ მოხდა, 15 წუთის ადრე დავტოვე პარლამენტის შენობა. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი ანიზე, მეოთხე შვილზე. ცენტრში ვიდექი მეუღლესთან ერთად, როდესაც მომესმა ტანკების ხმა. გამოვედით ცენტრიდან და კიდევაც დაიწყო საშინელება. 1989 წლის 9 აპრილს ანი, მე და მამამისი შემთხვევით ვარ გადარჩენილი. მეორე დღეს სამივე ბავშვი წავიყვანე და ყვავილების გადალაგებაში მივიღე მონაწილეობა, არ ვიცოდი, თუ ყვავილები მოწამლული იყო და ცუდად გავხდი. ამის მერე თქვენ, როგორ გონიათ, რა ფასეულობებით გავზრდიდი ჩემს შვილებს? ოთხივე შვილი წარმატებულია და ჩემს შვილებს ძალიან უყვარს საქართველო.
ანის ცეკვა იყო ემოციური და ამას სხვა დატვირთვა არ ჰქონია. 9 აპრილის მემორიალზე სხვადასხვა აქციის დროს ადამიანები ხშირად გვინახავს, ასევე, გვინახავს მედიის წარმომადგენლები და ეს ცეკვა რატომ გახდა ასე ხმაურიანი? მისი ცეკვის შემდეგ მისი სიკვდილით დამემუქრნენ და საშინელი კომენტარები წამოვიდა ფეისბუქზე. როგორ შეიძლება, ღმრთის სახელით ილაპარაკონ ადამიანებმა და ათასი სიზაზღრე თქვან ან წერონ.
ანი არის ადამიანის უფლებების დამცველი და ეს არის პრობლემა? ყველაინარად ვიკავებ თავს, რომ ნაკლებად ვისაუბრობ ანის შესახებ“, _ გვითხრა რუსუდან თოდრაძემ.