,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,გასხვავებულ აქცენტებში“ უფლებადამცველ ზვიად კუპრავას უპატიოსნესი ადამიანი უწოდა და განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომლები კუპრავას ზონდერობას აბრალებენ. ამასთან, როგორც მელია აღნიშნავს, ამ შემთხვევამ გაახსენა 2014 წელი, როცა ხელისუფლება 26 მაისისა და 7 ნოემბრის დარბევას აბრალებდა.
,,ზვიად კუპრავა, უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც ძალიან პატიოსნად ემსახურებოდა სახელმწიფოს საპატრულო პოლიციის რანგში, უპატიოსნესი პატრულის თანამშრომელი იყო წლების განმავლობაში. როდესაც ,,ქართული ოცნება“ მოვიდა ,,ხელისუფლებაში“ გამოაგდეს სამსახურიდან. ახლა უბზრიალებენ და უტრიალებენ სუს-ის თანამშრომლები, თითქოს იგი იყო ზონდერი, ხალხო. ისარს უტრიალებენ, დაახურეს, რაღაცა ფოტოშოპი გააკეთეს. გამახსენდა ჩემი თავი, როდესაც 2014 წელს ზონდერობა დამაბრალეს, თითქოს 26 მაისს და 7 ნოემბერს ვარბევდი, მათ მეტი არაფერი შეუძლიათ“, _ განაცხადა მელიამ.