“თვითონ მოდიან პოლიტიკურ ზეწოლაზე და მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს _ დაგვიდექით გვერდით” _ ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით მას და კუპრავას შორის არაფერი მომხდარა:
_ ვის მოუვიდა ეს თავში?! _ აღნიშნა სარალიძემ და ჟურნალისტების რეპლიკა, რომ ზვიად კუპრავამ თავად აღნიშნა, რომ ისინი თანამებრძოლები არ არიან უპასუხოდ დატოვა:
_ ვინ თქვა რომ თანამებრძოლები არ ვართ? ამ ბრძოლაში ჩვენ ბოლომდე ვიქნებით ერთით. მე ვემიჯნებოდი პოლიტიკას, მაგრამ იძულებული გამხადეს და მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ეს სიტმეა უნდა დაინგრეს, _ აღნიშნა სარალიძემ.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ მისთვის უცნობი პირები მის გატაცებას ცდილობდნენ. ასევე, მან აღნიშნა, რომ აქვთ ინფორმაცია კუპრავას შესაძლო დაკავების შესახებ.
სხვა დეტალებზე სალარიძეს არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართვა ხელისუფლებამ აიძულა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავამ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დატოვა და ედეპეს ოფისში გადაინაცვლა.
აქციის დატოვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზვიად კუპრავამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ზაზა სარალიძის თანამებრძოლი არ არის:
“ზაზა იყო და იქნება ჩემი მეგობარი, მაგრამ ჩვენ არ ვართ თანამებრძოლები,” _ განაცხადა კუპრავამ და ედეპეს ოფისში მისვლა დაანონსა.
მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს გაეთიანებისთვის და აღნიშნა, რომ ხვალიდან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა უნდა გაერთიანდეს.
_ ყველას ველოდები, ვინც ბუტკაში შესვლას არ აპირებს, _ აღნიშნა კუპრავამ.