თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლმა პარკირებისას ავტომობილის მართვას თავი ვერ გაართვა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც შეეხება მძღოლს, მას სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.