კალიფორნიელი პოლ კარასონი გალურჯდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ კოლოიდური ვერცხლის მიღება დაიწყო, დერმატიტის სამკურნალოდ.
ეს დაავადება მას 15 წლის წინ შეეყარა და ცდილობდა თავისით ემკურნალა. ამისთვის მან დაიწყო კოლოიდური ვერცხლის მიღება – ვერცხლის ნაწილაკების ხსნარი. ამ ხსნარს კარასონი სვამდა და სახესაც იწმენდდა.
რაღაც დროის შემდეგ სახის კანის ფერმა შეცვლა დაიწყო, ცვლილებები ხდებოდა საკმაოდ ნელა. პირველი ვინც მისი სახის ფერს ყურადღება მიაქცია იყო მისი მეგობარი, რომელსაც ის რამდენიმე თვე ნანახი არ ჰყავდა.
ექიმები ამ ადამიანის გალურჯებას ხსიან ე.წ. “არგიერეით”. ეს მდგომარეობა ჩნდება ვერცხლის ხშირი მიღების დროს, ან ვერცხლთან რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ. “არგერიის”პირველი ნიშნები ჩნდება 2-4 წლის შემდეგ, როდესაც ვერცხლი იწყებს ორგანიზმზე ზემოქმედებას. კანის ძლიერი გალურჯება კი 10 წელზე ნაკლებ დროში არ ხდება. თავიდან მუქდება ტუჩები, თვალები შემდეგ უკვე პირის მიდამოები. აღსანიშნავია, რომ “არგირეით” დაავადებულ ადამიანს არავითარი ტკივილი არ აღენიშნება.