მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წელს რუსეთში ტარდება, ინდოეთში მაცხოვრებელი კლიფინ ფრენცისი, ველოსიპედით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მის მიზანს მესის ნახვა წარმოადგენდა.
„აგვისტოში მეგობარმა მკითხა მივდიოდი თუ არა მსოფლიო თასზე. ვუპასუხე, რომ მივდივარ, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა რუსეთში გასამგზავრებელი ბილეთი როგორ მეყიდა“,_ამბობს ფრენცისი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ის მასწავლებლად მუშაობს და დღეში 40 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
„მივხვდი, რომ რუსეთში გასამგზავრებლად და 1 თვით დასარჩენად საკმარისი ფული არ მექნებოდა. მაშინ ვკითხე თავს-რა შეიძლება იყოს იაფი გზა სამოგზაუროდ?_ველოსიპედი იყო პასუხი“.
როგორც ცნობილია, 23 თებერვალს მან დაიწყო ეპიკური მოგზაურობა. ის ჯერ დუბაიში ჩაფრინდა, შემდეგ კი ირანში, საიდანაც რუსეთის დედაქალაქამდე არსებული 4 200 კილომეტრის მანძილი ველოსიპედით გაიარა.
„მიყვარს ველოსიპედის ტარება და ფეხბურთი. უბრალოდ ორი ჩემი ვნება გავაერთიანე“, _ამბობს ის.